
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, III კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენა/ლიტერატურის გაკვეთილზე, თემის - საქართველო შესწავლისას, იმუშავეს საინტერესო პროექტზე - „ჩემი ლამაზი საქართველო“.
როგორც პედაგოგი გვიყვება, სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით იყო პროექტი გამრავალფეროვნებული.
„გაკვეთილი ჰიმნით დავიწყეთ, ავაწყვეთ ფაზლი საქართველოს კუთხეებით, წავიკითხეთ საინტერესო თხზულება - „სიკეთის ქვეყანა“, შევავსეთ გონებრივი იერიშის რუკა“,- გვიყვება პედაგოგი.
პროექტმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„პროექტმა ბავშვებს სულ სხვა კუთხით დაანახა ჩვენი ლამაზი სამშობლო და უფრო მეტად შეიყვარეს ის“,- გვეუბნება მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: