პაპოშვილების საჯარო სკოლაში დაუნის სინდორმის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი აქტივობა მოეწყო
01-04-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.

სკოლა შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს ეძღვნებოდა. 

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, - ამ დევიზის ირგვლივ გაერთიანდნენ მოსწავლეები, ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203