პოეზიის კვირეული ახალდაბის საჯარო სკოლაში
02-04-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პოეზიის სიყვარულს ასწავლიან და მხატვრული ლიტერატურის ინტერესს უღვივებენ. 

სკოლაში ახლახან გაიმართა პოეზიის კვირეული, რომელის ფარგლებშიც მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა მოაწყვეს. 

გამოიცა, ახალდაბის საჯარო სკოლის გაზეთის - „ნორჩი ლიტერატორის“, საგანგებო ნომერი და
ამავე სოფელში დაბადებულ და გაზრდილ პოეტ ზურაბ ზოიძეს მიეძღვნა. 

კვირეულიც, პროექტის შემოქმედებას ეძღვნებოდა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა, მისი პირადი ნივთების გამოფენაც მოაწყვეს და პოეტის ბიოგრაფიასა და ისტორიას უკეთ გაეცნენ. 

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203