ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
01-04-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეთა განწყობასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან. 

მათ შორის, აღსანიშნავია გაზაფხულის, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება. 

მოსწავლეებმა დადგეს მრავალფეროვანი ნომრები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები და ქალბატონებს ეს ლამაზი დღეები ემოციური სიტყვით მიულოცეს და მხატვრულად წაკითხული ლექსები მიუძღვნეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორი თემურ დავითაძე და ისტორიის მასწავლებელი სიტყვით გამოვიდნენ, სასკოლო საზოგადოებას დღესასწაულები მიულოცეს, მრავალფეროვანი ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203