ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, სოფლის მემატიანეს სტუმრობდნენ
01-04-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და თემის ისტორიის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ხორციელდება პროექტი - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“, რომელსაც ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მალვინა ზოიძე.

ამჯერად, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები სოფლის მემატიანეს, ოთარ ცინარიძეს ესტუმრნენ. აღსანიშნავია, რომ ის აგროვებს ინფორმაციას აჭარელი გმირი ქალების შესახებ წიგნის - „ქალი აისის გვირგვინის“, გამოსაცემად. 

მემატიანემ, მოსწავლეებს არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, მოუყვა ცნობილი თუ უცნობი ქალების ისტორია და მათი საგმირო საქმეები. 

მოსწავლეები მოხარულები არიან, რომ ასეთი დიდებული საქმის გაშუქება მოასწრეს და გაეცნენ ძალიან საინტერესო ცნობებს.

„გვიხარია, რომ პირველები ვართ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ასეთი დიდებული საქმის გაშუქება მოვასწარით... ძვირფასი მადლობა ბატონ ოთარს გულწრფელობისთვის! წარმატებებს ვუსურვებთ ამ დიდ და ღირსეულ საქმეში“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203