მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
02-04-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს გარემოს დაცვას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც აქტიურობით გამოირჩევიან. 

ახლახან კლუბის წევრებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები გარემოს დაცვაზე და დაამზადეს ბროშურები და პოსტერი.

ბიოლოგიის მასწავლებელი იზოლდა ზოიძემ მოსწავლეებს მოუთხრო, რომ ტყის საერთაშორისო დღე2012 წლის 21 მარტიდან ყოველ წელს აღინიშნება. გარემოსდაცვითი დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ. ამ დღეს გარემოსდამცველები ქვეყნებს მოუწოდებენ, განახორციელონ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება.

„სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მეტი დაინტერესება და ინფორმირება მოხდეს ხალხის ტყის მნიშვნელობის შესახებ, რათა ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს და ვიზრუნოთ მომავალი თაობებისთვის“,- დასძინა მასწავლებელმა და ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203