„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი 
01-04-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება თემაზე - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“.

შესავალ ნაწილში ბიოლოგიის მასწავლებელმა ი.ზოიძემ ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე.

მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური ნამუშევრები და გამართეს პრეზენტაციები. ღონისძიება მიზნად ისახავდა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203