
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
მათ შორის სკოლაში გაიმართა საგაზფხულო ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალეროვანი საზეიმო პროგრამით, მათ შორის, შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.
ბავშვებმა მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და პედაგოგებსა და მშობლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
იხილეთ ფოტოები: