ბუგეულის საჯარო სკოლა სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი ლიტერატურით დასაჩუქრდა 
01-04-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა მხატვრული ლიტერატურით გამდიდრდა.  

საქველმოქმედო ორგანიზაციამ - „მთიელი წიგნები“ ბუგეულის საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა, რაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი შენაძენია სკოლის ბიბლიოთეკისათვის.

„დიდი მადლობა „მთიელი წიგნებს“ ასეთი კარგი საჩუქრისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203