„თქვენი ღვაწლი და ამაგი ოქროს ასოებით ჩაიწერება განთიადის საჯარო სკოლის ისტორიაში“ - გარდაცვლილ დირექტორს პედაგოგიური კოლექტივი და დირექცია იხსენებს
30-03-2024
ელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დირექტორის, ლამარა კოხრეიძეს გარდაცვალებიდან უკვე 40 დღე გავიდა... სკოლს პედაგოგოირი კოლექტივი და დირექცია მწუხარებით იხსენებს ღრსეულ პედაგოგსა და ხელმძღვანელს, რომელიც წლები ღირსეულად ემსახურებოდა სკოლას დაყველაფერს აკეთებდა ღირსეული თაობების აღსაზრდელად.

„მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია თავის მოსწავლეებს სიხარულის პოვნის უნარი აჩუქოს, უკვდავებით უნდა დაგვირვინდეს.
სწორედ ასეთი ღირსეული ქალბატონი, პედაგოგი და ხელმძღვანელი გახლდათ ქალბატონი ლამარა კოხრეიძე. 40 ტკივილიანი და მოგონებებით სავსე დღე გვაშორებს მასთან. უსაზღვრო სევდასა და მონატრებას დაუსადგურებია განთიადის საჯარო სკოლის კედლებში. იმ სკოლის, რომლისთვისაც ძალ-ღონე არ დაგიშურებიათ და მტკიცედ იდექით მომავალი თაობის აღზრდის სადარაჯოზე.

არასოდეს დაგვავიწყდება თქვენი ღიმილითა და სიკეთით გაცისკროვნებული სახე. თქვენ იყავით მაგალითი შუპოვრობის, ერთგულებისა და სიყვარულისა.

გვჯერა და გვწამს, რომ მარადისობაში დავანებული თქვენი უკვდავი სული ყოველთვის ჩვენთან იქნება. ის ღვაწლი და ამაგი, რომელიც სკოლისთვის გასწიეთ, ოქროს ასოებით ჩაიწერება განთიადის საჯარო სკოლის ისტორიაში.

,,სულნი და სულნი მართალთნი, შენ გაქებენ უფალო” - ლამარა კოხრეიძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203