„ჩვენი თვალით ვიხილეთ კოლხეთის სამეფოს დიდებულება და ბრწყინვალება“- წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვივნენ
02-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

ახლახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე (კლასის დამრიგებელი სლომე ქობალია,ხელოვნების მასწვლებელი თეა კაკაბაძე) ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ისტორიულ არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვივნენ. სტუმრობის მიზანი იყო ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და მასალის განმტკიცება.

„სახელწოდება „ვანი“ აკადემიკოს ო.ლორთქიფანიძის განმარტებით ძველქართულად ნიშნავდა „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“. ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავების ხანას მიაღწია ძვ.წ.აღ -ის მე- III-I საუკუნეებში. ვანის ნაქალაქარზე შემორჩენილია ტაძარ-სამლოცველოს ნაშთები, კლდეში ნაკვეთი საკურთხევლები, მდიდრული სამარხები, დიდი რაოდენობით სამკაული- ოქროს ყელსაბამები, სამაჯურები, დიადემები, ოქროს მონეტები და ა.შ. სწორედ ვანში აღმოჩენილ ამ უნიკალურ არტეფაქტებს გავეცანით და ჩვენი თვალით ვიხილეთ კოლხეთის სამეფოს დიდებულება და ბრწყინვალება. თითქოს დროში ვიმოგზაურეთ. ეს სანახაობა ბავშვებისთვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და ერთი ლამაზი დღე შეემატა ჩვენს ისტორიას“,- გვიყვება მოსწავლეთა პედაგოგი და მე-7 კლასის კლასის დამრიგებელს - სალომე ქობალიასა და მოსწავლეთა მშობლებს თანადგომისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203