„მუსიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ - წყალტუბოს N1 სკოლის V კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
01-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა, არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელშიც დიდი სიამოვნებით ერთვებიან.

ამჯერად, V კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების - „მუსიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები“, პრეზენტაცია. 

მოსწავლეებმა, ხმოვანი სიგნალებითა და ხატულებით გააფორმეს ტომისა და ბეკის დიალოგი მარკ ტვენის ნაწარმოებიდან - „ტომ სოიერის თავგადასავალი“. 

მოზარდებმა ისაუბრეს იმაზე თუ როგორ შეიძლება მუსიკით გამოვხატოთ და ხატულებით გადმოვცეთ ემოცია. მოსწავლეებმა დავალებას შესანიშნავად გაართვეს თავი და ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძე გახლავთ. 

სკოლაში, მოსწავლეებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203