ქუთაისის N23 საჯარო სკოლის 2022 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
02-04-2024

ქუთაისის N23 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

ახლახან, ქუთაისის N23 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ.

14 წარმატებულ მოსწავლეს მედლები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ - გია ბასილაძემ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მაია ცქიტიშვილმა და სკოლის პედაგოგებმა გადასცეს.

სკოლაში კურსდამთავრებულებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203