ქუთაისის N22 სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს
29-03-2024

ქუთაისის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული დავალებებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ. 

ასეთი საინტერესო გაკვეთილი ამჯერად, IX კლასში ჩატარდა. ბავშვებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს რომლის თემა - „ნაერთთა კლასები“ გახლდათ.

კომპლექსური დავალების შესრულებისას ერთ-ერთი ეტაპი გახლდათ ბუნებრივი ინდიკატორის დამზადება და მისი გამოყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთიერებათა მჟავა, ტუტე ბალანსის (PH-ის) დასადგენად.

მოსწავლეებმა სახალისოდ და საინტერესოდ იმუშავეს, სახლის პირობებში დაამზადეს ბუნებრივი ინდიკატორი კომბოსტოს გამოყენებით, ჩაატარეს ექსპერიმენტი. მათ კვლევის შედეგები პოსტერისა და მუშაობის პროცესის ამსახველი ვიდეორგოლების საშუალებით წარადგინეს.

აქტივობები მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203