ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ესკიმოსების საცხოვრებლის მოდელები შექმნეს
29-03-2024

ქუთაისის N22 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სწავლებასა და მეთოდის - „სწავლა კეთებით“, გამოყენებას. 

ამჯერად, საგან ფიზიკაში, მე-8 კლასის მოსწავლეებმა „იგლუს“ საუკეთესო მოდელები და საინფორმაციო პოსტერები შექმნეს. 

მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის  ფარგლებში, წარმოჩინდა ბავშვების შემოქმედებითობა და კრეატიულობა, ასევე ჩამოუყალიბდათ პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები.

იხილეთ ფოტო და ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203