ორჯის საჯარო სკოლაში წინასააღდგომო ღონისძიება გაიმართა
29-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად, ნაყოფიერად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ვარდითერ იუზბაშიანთან ერთად, სააღდგომო ღონისძიება გამართეს. მათ სააღდგომო გარემო შექმნეს, ამ დღესასწაულის შესახებ ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს.

გარდა ამისა, მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან საინტერესოდ წარიმართა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა განვითარებაზე მასწავლებლები ყოველდღიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203