ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ძვირფასი საჩუქარი დედებს 
01-04-2024

ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

მათ შორის იყო, გაზაფხულის პირველი დღესასწაულის - დედის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა. მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს, ისინი ლამაზი, პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით დაახასიათეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„დედა, სიცოცხლე საწყისია, ცხოვრების დასაბამია, დედა მარტო დედა არაა, ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის.

დედა... მომავლის ძლიერი ღერძია, ჩვენი ცხოვრების ეშხი და მშვენება.

გილოცავთ დედის დღეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203