ერკეთის საჯარო სკოლამ მინი ფეხბურთში ამხანაგური მატჩი ჩაატარა
29-03-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, სპორტის პედაგოგის გივი სიხარულიძის ინიციატივით, ერკეთის საჯარო სკოლამ მინი ფეხბურთში ამხანაგური მატჩი ჯვარცხმის საჯარო სკოლასთან ჩაატარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს.

დაწყებითი საფეხურის ფეხბურთელმა ვაჟებმა შეხვედრა ფრედ დაასრულეს, ხოლო საბაზო საფეხურის ფეხბურთელმა გოგონებმა სტუმრებს ანგარიშით - 4:1, მოუგეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა და ხელი შეუწყო ორი სკოლის მოსწავლეთა დამეგობრებას. მასპინძლებმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203