ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა
29-03-2024
 
26 მარტი -  საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - გამარჯვებას მთელი ერი ზეიმობს, აღნიშვნას არც ქუთაისის N10 საჯარო სკოლა გამორჩენია. 

სკოლის მე-81 კლასის მოსწავლეებმა გამარჯვება სრულიად საქართველოს მიულოცეს.

ნაკრების ფორმებში გამოწყობილებმა, ყიჟინითა და გამარჯვების სიმღერებით აახმაურეს სკოლა და მოწოდებით - „წინ ევროპისკენ“, ფეხბურთელებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და მეტად სახალისო იყო. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203