ტყვირის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა შემოქმედებითი აქტივობა
02-04-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო გაზაფხულის დღესასწაულის - 8 მარტისადმი მიძღვნილი აქტივობა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო, ლამაზი, ფერადი ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

მოსწავლეთა ნამუშევრები იხილეთ ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203