
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო გაკვეთილი. მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებ შემდგომ პრეზენტაცია მოამზადეს.
მათ ასევე თემატური ნახატი შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი ხალისით მონაწილეობდნენ, რამაც მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლათ.
π-ის დღე - მათემატიკური დღესასწაულია, რომელიც 14 მარტს აღინიშნება.
პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე