გაიცანით პატარა მეცნიერები სერგიეთის საჯარო სკოლიდან - მეორეკლასელებმა წყლის თვისებები შეისწავლეს
29-03-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის, სერგიეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეები მხოლოდ საგნობრივ ცოდნას არ იღებენ, პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა პროექტებში და მათ შორის გარემოსდაცვითი აქტივობები გახლავთ.

სხვათა შორის, გარემოზე ზრუნავს მოსწავლეები დაწყებით საფეხურზევე იწყებენ და ამის ნათელი მაგალითია მე-2 კლასში, ბუნების გაკვეთილზე ჩატარებული სახალისო ექსპერიმენტი (პედაგოგი ი. ქუთათელაძე), როდესაც პატარებმა დაადგინეს, რომ წყალი გამჭვირვალე, უფერო, უსუნო და დენადია.

„ამ დღესთან დაკავშირებით მე და ჩემმა პატარა მეცნიერებმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტები წყლის თვისებებზე.

მათ დაადგინეს, რომ წყალი გამჭვირვალე, უფერო, უსუნო და დენადია“, - გვიამბობს პედაგოგი, რომელიც დედაბუნების სიყვარულს თავის პატარებს პირველივე გაკვეთილიდან ასწავლის.




https://www.facebook.com/levani.gabisonia.1/videos/954179785921849 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203