ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
02-04-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციას სხვადასხვა საინტერესო აქტივობით ეწევიან. 

შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. მოსწავლეები მსოფლიო კამპანიას ხალისით შეუერთდნენ, შერჩეული ლიტერატურიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

მოსწავლეებმა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს და საზოგადოებასაც კითხვისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ვიდეომასალა:

  




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203