
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლის სპეციალური მასწავლებელი და დაწყებითი კლასის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა.
მათ ნახეს ვიდეორგოლი - „არავინ დატოვო მიღმა“, რომლის შესახებაც შემდგომ საინტერესოდ იმსჯელეს, გააფერადეს და გამოჭრეს ფერადი წინდები (ფერადი წინდა ქრომოსომების სიმბოლოა), ასევე შექმნეს თემატური პოსტერი.
აქტივობები მიზანი, მოსწავლეებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები: