ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე
29-03-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრება“ საინტერესო პროექტი ჩატარდა. პროექტში VII კლასის მოსწავლეები: თემურ ლასარეიშვილი, ილია ლასარეიშვილი, გიორგი მიგინეიშვილი, ელისაბედ მიგინეიშვილი, ანანო ნოდია და თათული ოთხოზორია მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა, სკოლაში, აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია ჩაატარეს, სადაც ისაუბრეს სწორი კვების, ფიზიკური აქტივობის, მავნე ჩვევების შეცვლისა და ძილის რეჟიმის მნიშვნელობის შესახებ.

მათ ისიც აღნიშნეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არა მხოლოდ კონკრეტულ პრინციპებზე დაყრდნობით ცხოვრება, არამედ, პირველ რიგში, გააზრებული ქმედებების ერთობლიობაა, რომელიც ასევე მოიაზრებს კარგი სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას, საკუთარ თავზე ზრუნვას, ჯანსაღ ურთიერთობებს.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მათ საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს, რაც სხვებსაც გაუზიარეს.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.

იხილეთ პროექტის ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203