ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებს მასშტაბური ღონისძიება მიუძღვნეს
29-03-2024
ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ადგილობრივი მოსწავლეები, მასწავლებლების დახმარებით, იღებენ საფუძვლიან ცოდნას; იმავდროულად, ბავშვები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში და თემატურ ღონისძიებებსაც ხშირად აწყობენ.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები პომპეზურად დახვდნენ გაზაფხულის შემობრძანებასაც - დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს, რომელშიც მასწავლებლებთან ერთად, მშობლებიც ჩართეს და კიდევ ერთი ლამაზი დღე-სასწაული ჩაწერეს მშობლიური სკოლის ისტორიაში.
პატარებმა ღონისძიებას „გაზაფხული და დედა“ უწოდეს, თბილი სიტყვებითა და ფრაზებით მოეფერნენ დედიკოებს, გადასცეს საკუთარი ხელით შექმნილი სამახსოვრო ბარათები და სახალისო ტესტიც კი შეავსეს „როგორ ვიცნობ დედას“.
„ღონისძიებამ ძალიან სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა“, - ასე აფასებენ ტყიბულის N4 საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაყებითი კლასების მოსწავლეთა აქტივობას, რომელიც არც ბავშვებს, არც მათ მშობლებს, არც მასწავლებლებს არასოდეს დაავიწყდებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს