ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიული ციხე-ქალაქის - ციხეგოჯის შესახებ საინტერესო პროექტი მოამზადეს
29-03-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეებმა შეისწავლეს მშობლიური რეგიონის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქი - ციხეგოჯი, რომელიც მდინარე ტეხურას მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს სენაკის რაიონში. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სკოლაში პროექტი ჩატარდა.

მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას, სხვადასხვა წყაროს გამოყენებით, შეძლეს ინფორმაციის მოპოვება და სხვადასხვა ეპოქის, კულტურის, მიმდინარეობის, სტილის ხელოვნების ნაწარმოებების და მათი თავისებურებების კვლევა, ინტერპრეტაცია და შეფასება. პროექტის ფარგლებში, მათ სხვადასხვა კუთხით ( არქიტექტურა, ლანდშტაფი, ფერწერა, რელიეფი, ჩუქურთმა) ტაძარი გამოიკვლიეს.

მოსწავლეებმა მოძიებულ ინფორმაციასა და კვლევის შედეგებზე, ასევე, სხვა საგნებში მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, შეძლეს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საინტერესო ფორმის მოფიქრება, სარეკლამო ხასიათის ვიდეორგოლის შექმნა.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას ხელს უწყობს.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203