ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა 
29-03-2024

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას ასწავლიან. 

ახლახან, სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და უკეთ გაიაზრეს წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობა. მასწავლებელმა უსაფრთხო წყლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოსწავლეებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდა.

ბავშვები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და თემატური ნახატები შექმნეს და გააფერადეს.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება. ამ დღის ძირითადი მიმართულება და დანიშნულება მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის (SDG) მიღწევის მხარდაჭერაა, რათა 2030 წლისთვის ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203