
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიება იმართება.
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულების - დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები. მოსწავლეებმა დედებს საინტერესო და ლამაზი ანიმაციები მიუძღვნეს, რომელთა მეშვეობითაც 3 მარტი მიულოცეს.
ბავშვებმა მშობლები სიყვარულის, პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით დაახასიათეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ასევე დედებისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, რაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეოები: