
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
სამოქალაქო პროგრამის ფარგლებში, ოფშკვითის საჯარო სკოლა პროექტზე - „ჯანსაღი ცხოვრება - ჯანსაღი სხეული“ მუშაობს. პროექტი თებერვალში დაიწყო და მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
მოსწავლეებს პროექტის სამოქმედო გეგმა თვითმმართველობამ და კლუბის წევრებმა წარუდგინეს.
პროექტის მიზნებია:
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა;
თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან;
მოსწავლეების ჩართვა სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში;
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპუალარიზაცია.
თებერვლის თვეში შედგა პირველი შეხვედრა, შეირჩა თემა, მოსწავლეებმა განიხილეს პროექტის აქტივობები. პროექტი ასეთივე შემართებით გრძელდება და მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს მოიცავს.
იხილეთ ფოტოები: