
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპული სტანდარტების შენობაში ისწავლიან.
ახლახან სკოლის დემონტაჟი დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს გაწმენდითი სამუშაოები. უახლოეს პერიოდში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა.
პროექტი, როგორც აღნიშნავენ, ითვალისწინებს წარმატებული მომავალი თაობის საკეთილდღეოდ თანამედროვე კეთილმოწყობილი სკოლის მშენებლობას.
იხილეთ ფოტოები: