ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობა საინტერესო პრეზენტაციით დაგმეს
29-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა.

კამპანიის კვირეულის ფარგლებში, მე-10 კლასის მოსწავლეებმა - მარიამ კეპულაძემ და ნინი ჩიტეიშვილმა თემასთან დაკავშირებით, კლასში საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

მათ ძალადობის ფორმებისა და მისი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. მოსწავლეთა გზავნილი იყო - „არა ძალადობას!“

ბავშვებმა ამ დღეს საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს, რაც აუცილებლად გამოადგებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203