
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მოტივირებას, მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით ერთვებიან.
მათ შორის აღსანიშნავია მესამეკლასელების დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ქართული ენის გაკვეთილზე გაიმართა და მას მასწავლებელი ნარინე კარკარიანი ხელმძღვანელობდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით დაამზადეს პლაკატი და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები დედაზე.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: