სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „წინაპართა ნაკვალევზე“
01-04-2024

ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო პროცესის შეთავაზებასა და მათ ინტერესებს მორგებული აქტივობების გამართვას. 

ამჯერად, Vll კლასის მოსწავლეებისთვის, პედგაოგის მანანა ჯახუტაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა გასვლითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ქართველი საზოგადო მოღვაწის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას გაეცნენ. 

„წინაპართა ნაკვალევზე...“- ასე დაერქვა აქტივობას, რომელმაც მოსწავლეთა დიდი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია. 

პედაგოგი მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასპინძლებს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. 

„დიდი მადლობა ჩემს ბავშვებს, მზრუნველ მშობლებსა და თბილ მასპინძლებს შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის! მიყვარხართ უზომოდ“, - აღნიშნა პედაგოგმა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203