
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში აქტიურად ეწყობა შემეცნებითი შეხვედრები სხვადსხვა თემაზე, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის მიზნით.
ამჯერად, X კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო ტრენინგი თემაზე - წითელი ჯვარი და მოხალისეობა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის ორგანიზატორი ამავე სკოლის მე-10გ კლასის მოსწავლე - კირა კვეკვესკირია.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, ისინი წითელი ჯვარის საქმიანობას გაეცნენ და გაიაზრეს მოხალისეობის მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები: