გალაკტიონის შემოქმედებისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში
29-03-2024

ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.

„ერთად ვეზიარეთ გალაკტიონის უკვდავებასთან წილნაყარ პოეზიას“, - აღნიშნეს სკოლაში, სადაც მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით გააჟღერეს უდიდესი საზოგადო მოღვაწის შემოქმედება და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, მხატვრულად წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები და დადგეს მრავალფეროვანი წარმოდგენა. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში პოეზიის სიყვარულის გაღვივება და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203