ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
01-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროექტი - „ჩემი წვლილი გარემოს დაცვაში“ (Il-Vl კლასები), რომლის ფარგლებში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყო მორიგი საინტერესო აქტივობა:
მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა, პროექტის ხელმძღვანლის - ლალი გუგავას დახმარებით, დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები, რომელშიც კარგად არის გაწერილი პროექტის მიზნები, განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებები. მოსწავლეებმა ბროშურები თემში დაარიგეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.
ბროშურა მოიცავს აგრეთვე მიმართვას სკოლის ადმინისტრაციის, თემისა და ქალაქის მერის მიმართ.
მოსწავლეები და პროექტის ხელმძღვანელი დიდ იმედს გამოთქვამენ, რომ პროექტს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი შედეგები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს