„გაზაფხული...დედა...სიყვარული“ - ლამაზი ღონისძიება ახალი საყულიის საჯარო სკოლაში
29-03-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკარის - მარინა ჩანქსელიანის ხელმძღვანელობით, ულამაზესი ღონისძიება მოაწყვეს. ბავშვებმა მხატვრული კომპოზიცია - „გაზაფხული...დედა...სიყვარული“ გამართეს. 

გარდა ულამაზესი ლექსებისა, სიმღერებისა და ცეკვებისა, მოსწავლეებმა თავიანთ დედიკოებს კითხვის ბარათები დაურიგეს, რომლებსაც მშობლებმა სიყვარულითა და ემოციებით სავსე პასუხები გასცეს. 

სკოლა სოფელ საყულიის კლუბთან არსებული ცეკვის წრის ქორეოგრაფების - მარიამ გელაძისა და გიორგი მიქელაძის სტუმრობისა და თანამშრომლობის გამო მადლიერია.

„დირექცია უღრმეს მადლობას უხდის ამ დღის ორგანიზატორს, სცენარის ავტორს, სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორს და არაჩვეულებრივ ქალბატონს მარინა ჩანქსელიანს, უსურვებს მას უამრავ წარმატებას და წინსვლას“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:












 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203