„მუნჯი კინო და ჩაპლინი“ - საინტერესო ღია გაკვეთილი ბოდბისხევის საჯარო სკოლაში
29-03-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „მუნჯი კინო და ჩაპლინი“. 

ღია გაკვეთილი, საგან მუსიკაში, პედაგოგის ქეთევან პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

V კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მუნჯი კინოს ისტორია და ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფია. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა თემატურმა გამოფენამ სადაც მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები, თოჯინები და ფოტოები იყო წარდგენილი. 

ნამუშევრების შემქმნელები არიან: ნ.ვანციანი, თ.ქვრივიშვილი, ი.ვანციანი, ბ.ჭოტაშვილი, მ.ჯალიაშვილი, ლ.ღვედაშვილი და ბ.კუსრაშვილი

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე, პატარა არტისტებმა: დ. ფათალიშვილმა, ბ. კუსრაშვილმა და მ.ჯალიაშვილმა განასახიერეს პერსონაჟები ფილმიდან: „პატარა მაწანწალა“, „ფაბრიკა“, და „ოქროს ციებ- ცხელება“. 

ბოლოს კი, ნ.კორაშვილმა შეასრულა მაიკლ ჯექსონის სიმღერა, რომელიც შეიქმნა ჩაპლინის დაწერილ მელოდიაზე - „Smile“ და აჩვენეს ფრაგმენტები ფილმიდან - „ახალი დროება“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203