ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა კოლეგებს საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება გაუზიარა 
29-03-2024
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვას პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი უზრუნველყოფს. 

ისინი მოსწავლეთა განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული ადამიანები არიან და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ სიახლეებს ფეხს წარმატებით უწყობენ.

ამჯერად, მათ მასწავლებელმა ეკა მიქავამ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება გაუზიარა და დანიური წარმატებული საგანმანათლებლო მეთოდის შესახებ ესაუბრა.

დღემ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203