ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოტივირებული პირველკლასელები და პედაგოგ შორენა ქურასბედიანის მრავალფეროვანი სასწავლო რესურსით გაჯერებული გაკვეთილი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით და საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, პროექტის - „დაწყებითი განათლების გაძლიერებული მოდელის “ფარგლებში, ქართული ენის გაკვეთილზე, I კლასში დაკვირვება განხორციელდა.
მასწავლებელ შორენა ქურასბედიანის ჩატარებული გაკვეთილის თემა მეგობრობა იყო. მის მიმდინარეობაში პატარა მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. მათ მრავალფეროვანი რესურსებისა და აქტივობების დახმარებით, თავიანთი შესაძლებლობანი წარმატებით წარმოაჩინეს.
„გაკვეთილის ერთ- ერთი ძლიერი მხარე ნამდვილად იყო მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
წარმატებები ქალბატონ შორენას, აღსაზრდელებთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: