ცხუმარის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული მარიამ საღლიანი ოქროს მედლით დაჯილდოვდა 
29-03-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული თაობა აღუზრდია, ამის ნათელი მაგალითი კი კურსდამთავრებული მარიამ საღლიანია

აღსანიშნავია, რომ მარიამი სკოლაში კარგი სწავლით გამოირჩეოდა, საბოლოოდ კი, საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულების გამო, ოქროს მედლით საზეიმოდ დაჯილდოვდა. 

სკოლა ულევ წარმატებებს უსურვებს, როგორც მარიამს ასევე თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგები ამაყობენ მისი წარმატებით. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203