„მეგრული სამზარეულო“ - წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
29-03-2024
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავს. ამ მიზნით კი, არაერთ საინტერესო აქტივობას მართავს.

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „მეგრული სამზარეულო“ განხორციელდა, რომელიც მეგრულ ტრადიციულ კერძებზე ინფორმაციის მოძიებასა და პრეზენტაციას ითვალისწინებდა.

მოსწავლეებმა მეგრული კერძები ადგილზე მოამზადეს, კულინარიაში ბედი სცადეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. ჟიურის წევრებმა თითოეული კერძი შეაფასეს, შედეგად კი საუკეთესო კერძი და „საუკეთესო კულინარი“ გამოავლინეს. აღნიშნული ტიტულის მფლობელი სანდრო აბულაძე გახდა. პროექტში მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აქტივობამ ყველას დაინტერესება გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203