„გვესტუმრე წალკაში“- კოხტის საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა საინტერესო პროექტი
29-03-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო და მათ სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ. 

ამჯერად, ინგლისური ენის პედაგოგის სოფიო თაბაგარის ხელმძღვანელობით, მე-6 კლასში გაიმართა პროექტი - „გვესტუმრე წალკაში“. 

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, გააკეთეს მრავალფეროვანი პლაკატი „ბრილიანტის ხიდის“ შესახებ და ჩაატარეს პრეზენტაცია წალკის ღირსშესანიშნაობებზე​, მხარის პოპულარიზაციის და ვიზიტორების მიზიდვის მიზნით. 

მოსწავლეებმა, პროექტზე მუშაობით, აიმაღლეს ცოდნა მათი მხარის ღირსშესანიშნაობების შესახებ, გაეცნენ კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს, მოძიებული ინფორმაცია კი, ერთმანეთს გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203