კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს წარმტაცი ღონისძიება აჩუქეს
29-03-2024
ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
მათ შორის, 3 და 8 მარტი ღონისძიებებით აღნიშნეს კორბოულის N1 საჯარო სკოლაში.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
მათ, დედებს და ბებიებს სასიამოვნო საღამო აჩუქეს და მოსაწვევები და სიგელები გადასცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს