ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები STEM ოლიმპიადის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად იბრვიან
29-03-2024

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში. 

ამჯერად სკოლაში აქტიურად იმართება აქტივობები, რათა მოსწავლეებმა STEM ოლიმპიადის ფინალში საგზური მოიპოვონ. 

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტარდება და ფინალური ეტაპი  2024 წლის მაისში, თბილისში გაიმართება. 

ფინალში მოსწავლეებს დახვდებათ არდუინოს ნაკრებები და ამოცანები, რომელთა შესასრულებლადაც განსაზღვრული დრო იქნება გამოყოფილი (6-8 საათი). მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ მითითებული დავალებები - შექმნან კონკრეტული მოწყობილობები, კონკრეტული ფუნქციებით.

აღსანიშნავია, რომ STEM მიმართულების მასწავლებლები: ხატია კოჩალიძე და მარიკა ცინცაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203