„მშვიდობა გვინდა“ - ვალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება 
29-03-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების წარმატებულ მომავალზე, მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე ზრუნავენ. 

ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად კი, ღონისძიება - „მშვიდობა გვინდა“ გაიმართა. ის ქართულ, სომხურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე წარიმართა. 

ღონისძიებაში II, VI, VII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ თითოეული ენის ცოდნა გამოავლინეს, იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს. მათ მშვიდობის მნიშვნელობასა და არსზე ვრცლად ისაუბრეს, თავიანთი შეხედულება მკაფიოდ დააფიქსირეს და აზრები ერთმანეთს გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203