„ჩვენ გვიყვარს ჩვენი სკოლა“ - საინტერესო პროექტი ​ქვენობნის საჯარო სკოლაში
29-03-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის სკოლა იყოს ადგილი, სადაც მისვლა მათთვის სიხარულისა და სიამოვნების მიმნიჭებელი იქნება. 

სწორედ ამ მიზნითა და მოსწავლეებში სკოლისადმი სიყვარულის გასაღვივებლად, გაიმართა პროექტი სახელწოდებით - „ჩვენ გვიყვარს ჩვენი სკოლა“. 

პროექტის ფარგლებში, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაალამაზეს, ყვავილების ნერგები დარგეს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნავდნენ სკოლასა და გარემოზე. 

მოსწვალეები დიდი ხალისით ჩაერთნენ პროექტში და თვიანთი წვლილი შეიტანეს, სკოლაში სასიამოვნო გარემის შექმნაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203