დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საოცნებო ქალაქი „ააშენეს“
29-03-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ინიციატივებითა და საინტერესო გამოწვევებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საოცნებო ქალაქი „ააშენეს“. 

აღსანიშნავია, რომ II კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია თანამედროვე მწერლის, გიორგი კეკელიძის ნაწარმოები - „თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს“, რომელიც მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ და ბევრი იხალისეს, ისინი ავტორის სხვა ზღაპრებსაც დიდი ინტერესით გაეცნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იმდენად დიდი იყო ინტერესი, მასწავლებელმა დაგეგმა პროექტი - „ჩვენ ვაშენებთ საოცნებო ქალაქს“.

პროექტის ფარგლებში, მასწავლებელი დაუკავშირდა ავტორს, რომლის ვიდეომიმართვამაც დიდი მოტივაცია მისცა ბავშვებს.

მწერლის მიმართვითა და შემოქმედებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა ააგეს ბავშვთა ქალაქის მაკეტი, დახატეს მათი საოცნებო ქალაქი და წერილები მიწერეს ავტორს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ძალიან ნაყოფიერი და შემოქმედებითი გამოდგა. მას მენტორი პედაგოგი მზევინარ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203