
მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლაში „პი“ რიცხვის დღეს მათემატიკური კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. განსაკუთრებული ხალისით კი, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მათემატიკურ ვიქტორინაში ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეუპოვარი ბრძოლა გამართეს გამარჯვებისთვის და მაღალი სააზროვნო უნარებით გამოავლინეს.
ვიქტორინაში გამარჯვრბულ გუნდებს სიგელები გადაეცათ.
მოაზროვნეებს მენტორობას უწევდნენ სკოლის მათემატიკოსები: ხათუნა ვაშაკიძე, ლელა თევზაძე და ზოია ჯინჭარაძე.
იხილეთ ფოტოები: